პროგრამის სახელწოდება:
განათლების მეცნიერებები
პროგრამის ავტორები:
ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
განათლების მეცნიერებების დოქტორი
სწავლების ენა:
პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი კომპონენტებით
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებებისა და გამოწვევების გადაწყვეტას საფუძვლად დაუდოსმეცნიერული კვლევები. ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, შეძლებს ახალი ცოდნის შექმნას და მის საფუძველზე სერიოზული წვლილის შეტანას ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის განვითარების პროცესში.პროგრამის მიზანი კონცეპტუალურად ეფუძნება პროგრამის განმახორციელებელი უნივერსიტეტების მისიასა და ხედვას, კერძოდ, განათლების მეცნიერებების დარგების მკვლევარის მომზადებას, რომელსაც ექნება სფეროს ფუნდამენტური ცოდნა, კვლევითი უნარ-ჩვევები და პროფესიული კომპეტენციები, გაცნობიერებული ექნება საკუთარი როლი ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით.
სადოქტორო პროგრამის მიზანია, მოამზადოს განათლების მეცნიერებების დარგების სპეციალისტი, მკვლევარი, რომელსაც შეუძლია:
- განათლების სფეროს საჭიროებების ანალიზსა და გამოწვევების კვლევას საფუძვლად დაუდოს განათლების მეცნიერებების დარგების მეცნიერული ცოდნა;
- განათლების მეცნიერებების დარგების ცოდნის საფუძველზე განათლების სფეროში წამოჭრილი კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა;
- განათლების მეცნიერებების დარგებში არსებული უახლესი სამეცნიერო მიღწევების ანალიზისა და სინთეზის საფუძველზე ინოვაციური სამეცნიერო პროდუქტის შექმნა, ქვეყნის კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
- განათლების მეცნიერებების დარგების საერთაშორისო სივრცეში აკადემიური და სამეცნიერო მონაწილეობა;
- სწავლა-სწავლების პროცესის კანონზომიერებების ფუნდამენტური ცოდნის საფუძველზე უმაღლეს სკოლაში სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა.
- მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ დარგში;
- 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში - მათთვის, ვისაც განათლების დარგების მაგისტრის ხარისხი არ აქვს;
- გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონე, თუ განმცხადებელს სწავლის გაგრძელება სურს ინგლისური ენის სწავლების დიდაქტიკის სპეციალობით, მას ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვებაC1 დონეზე. ნებისმიერი სხვა ენის სწავლების დიდაქტიკის სპეციალობით სწავლის გაგრძელების მსურველს, მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე და შესაბამისი ენის ცოდნაC1დონეზე;
- არაქართულენოვანი მოქალაქისთვის ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული - ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან გამოცდა ქართულ ენაში შესაბამის დონეზე.
- გამოცდა სპეციალობაში;
- საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით;
- გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ - მოტივაციის გათვალისწინებით;
- თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობა;
ა) ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ფლობს განათლების მიმართულების უახლეს მიღწევებზე და მყარებულ ცოდნას, რის საფუძველზეც ახდენს:
- პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის, კვლევის მეთოდების შესახებ არსებული თეორიული ცოდნის განზოგადებას და მის სიტუაციების შესაბამისად ფორმულირებას/შეფასებას;
- ზოგადი და შესაბამისი კონკრეტული დარგის დიდაქტიკის - სწავლა სწავლების პრინციპების, მეთოდების, ტექნოლოგიების, შეფასების მეთოდების, რომლებიცდაფუძნებულიასაერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე -კლასიფიცირებასა და მოდიფიცირებას;
- ქვეყნის განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციების - ისტორიული რაკურსი და თანამედროვეობა - გაანალიზებასა და შეფასებას;
- განათლების სფეროში არსებული პრობლემის დამოუკიდებლად გამოკვლევისთვის ინოვაციური მეთოდების ინტეგრირებას მულტიდისციპლინურ/ ინტერდისციპლინურ კონტექსტში;
- განათლების სფეროში არსებული პრობლემის/გამოწვევის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვასა და შესრულებას;დარგში და დარგთაშორის არსებული ცოდნის იმგვარ სისტემატიზირებას და კომბინირებას, რომ შეიქმნას ახალი, ლოგიკური ერთიანობა/ ორიგინალური პროდუქტი;
ბ) უნარები
- პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ახდენს:
- განათლების მეცნიერებების დარგებში სამეცნიერო სიახლეებისა თუ მიდგომების კრიტიკულ ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას;
- პედაგოგიური საქმიანობის პროცესში, დოქტორანტი თვითრეფლექსიისა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების საფუძველზე, სათანადოდ იყენებსსწავლების თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, და ახდენს მათი მოდიფიცირების ინიცირებას;
- განათლების სფეროში დამოუკიდებელად გეგმავს და ახდენს კვლევის კონსტრუირებას, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;ახდენს ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევითი ან ანალიტიკური მეთოდების ან/და მიდგომების კომბინირებას, კონსტრუირებას და აკადემიურ წრეებში მათ ინიცირებას (საერთშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე) ;
- ახდენს განათლების სფეროში(მათ შორის განათლების პოლიტიკის) არსებული ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკულ ანალიზს, სინთეზს და მათ ინიცირებას დარგში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, მეცნიერული რეკომენდაციების და ნორმატიული ხასიათის წინადადებების კონსტრუირებას სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
- განათლებაში აკადემიური ან/და პრაქტიკული პრფესიული საქმიანობისას, აკადემიური ან/და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ახორციელებს მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კვლევით პროექტებს და ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტირირებით წარადგენს მათ პროფესიულ წრეებში; მტკიცე არგუმენტებით ადასტურებს საკუთარ მიდგომებს და სთავაზობს მათ დაინტერესებულ მხარეებს
- ახორციელებს საკუთარი საქმიანობის რეფლექსიას, შეფასებას და განსაზღვრავს საკუთარი პროფესიული განვითარების ეტაპებს.
სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი შეძლებს დასაქმდეს განათლების სფეროს ნებისმიერი ტიპის/კვლევითი ან საგანმანათლებლო/ სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებაში, წარმართოს სასწავლო-სამეცნიერო პროცესი უმაღლეს სკოლაში;